loader

TSQ-ს საქმეზე გამოძიება დაიწყო - რა დეტალები ხდება ცნობილი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

TSQ-ს საქმეზე გამოძიება დაიწყო - რა დეტალები ხდება ცნობილი?

TSQ Investment Group-ის საქმეზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილით (უკანონო სამეწარმეო საქმიანობა) დაიწყო.

უწყებას გამოძიების მიზნით ეროვნულმა ბანკმა მიმართა.

ცნობისთვის, საქართველოს ათასობით მოქალაქე, სავარაუდოდ, მორიგი მასშტაბური თაღლითობის მსხვერპლი გახდა. საუბარია ე.წ. საინვესტიციო პლატფორმაზე - TSQ Investment Group, რომელიც მომხმარებლებს კრიპტოვალუტით "ვაჭრობასა" და სწრაფ შემოსავლებს ჰპირდებოდა. ექსპერტები ერთხმად აცხადებენ, რომ ეს კლასიკური თაღლითური პირამიდაა, სადაც რეალური კრიპტოოპერაციები არ ხორციელდება, ხოლო "მოგება" მხოლოდ ახალი წევრების მიერ შეტანილი თანხებიდან ფინანსდება.

"პროფესორი ჰენრი ჯონსი" TSQ Investment Group-ის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა. ის მომხმარებლებისთვის კრიპტოვალუტით ვაჭრობის ექსპერტად არის წარმოდგენილი და სწორედ მისგან იღებდნენ ისინი ე.წ. სავაჭრო სიგნალებს - მითითებებს, როდის და როგორ განეხორციელებინათ კონკრეტული ტრანზაქცია.

ასევე იხილეთ: "დამთავრდა, ფული შეჭამეს და გაიქცნენ! დაზარალებულ ადამიანს როცა ეუბნები, შეცდომა დაუშვა, ჰგონია, რომ ატყუებ... დაზომბირებულები არიან" - რას ამბობს კრიპტოექსპერტი TSQ-ზე?

ვინ არის ჰენრი და რატომ ვერ გააქვთ TSQ-ში ჩართულ მოქალაქეებს დაგროვილი თანხა?

"სამწუხაროდ, ყველაზე მეტი ადამიანი ამ ანკესზე საქართველოში წამოეგო! სქემა უკვე ჩამოიშალა ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და ლათინური ამერიკის ზოგიერთ ქვეყანაში" - რომან გოცირიძე თაღლითურ პირამიდაზე

"თუ ხდება თანხის გატანის შეფერხება ან დაბლოკვა - ეს არის ფინანსური პირამიდის დასასრულის პირველი და ყველაზე მთავარი ნიშანი" - რომან გოცირიძე

"ბევრმა ადამიანმა დაკარგა ფული და კიდევ ბევრი დაკარგავს! TSQ იხურება, ბოლო დღეებს ითვლის, მომხმარებლებს ფული ვეღარ გააქვთ" - გაფრთხილება საზოგადოებას

"გვსურს საზოგადოება გავაფრთხილოთ!" - ეროვნული ბანკის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსის ვიდეომიმართვა