loader

ვინ არის ჰენრი და რატომ ვერ გააქვთ TSQ-ში ჩართულ მოქალაქეებს დაგროვილი თანხა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის ჰენრი და რატომ ვერ გააქვთ TSQ-ში ჩართულ მოქალაქეებს დაგროვილი თანხა?

ვინ არის ჰენრი და რა ხდება რეალურად? - „პროფესორი ჰენრი ჯონსი“ TSQ Investment Group-ის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა. ის მომხმარებლებისთვის კრიპტოვალუტით ვაჭრობის ექსპერტად არის წარმოდგენილი და სწორედ მისგან იღებდნენ ისინი ე.წ. სავაჭრო სიგნალებს - მითითებებს, როდის და როგორ განეხორციელებინათ კონკრეტული ტრანზაქცია.

საქართველოს ათასობით მოქალაქე, სავარაუდოდ, მორიგი მასშტაბური თაღლითობის მსხვერპლი გახდა. საუბარია ე.წ. „საინვესტიციო პლატფორმაზე“ - TSQ Investment Group, რომელიც მომხმარებლებს კრიპტოვალუტით „ვაჭრობასა“ და სწრაფ შემოსავლებს ჰპირდებოდა. ექსპერტები ერთხმად აცხადებენ, რომ ეს კლასიკური თაღლითური პირამიდაა, სადაც რეალური კრიპტოოპერაციები არ ხორციელდება, ხოლო „მოგება“ მხოლოდ ახალი წევრების მიერ შეტანილი თანხებიდან ფინანსდება.