loader

"დამთავრდა, ფული შეჭამეს და გაიქცნენ! დაზარალებულ ადამიანს როცა ეუბნები, შეცდომა დაუშვა, ჰგონია, რომ ატყუებ... დაზომბირებულები არიან" - რას ამბობს კრიპტოექსპერტი TSQ-ზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დამთავრდა, ფული შეჭამეს და გაიქცნენ! დაზარალებულ ადამიანს როცა ეუბნები, შეცდომა დაუშვა, ჰგონია, რომ ატყუებ... დაზომბირებულები არიან" - რას ამბობს კრიპტოექსპერტი TSQ-ზე?

„დამთავრდა, ფული შეჭამეს და გაიქცნენ,“ - ასე აფასებს კრიპტოვალუტების სერტიფიცირებული ექსპერტი ალექს სუდაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საქართველოში ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად მოქმედი TSQ-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს.

ბოლო რამდენიმე თვეა საქართველოს ათასობით მოქალაქე ფულს TSQ Investment Group-ში დებს. როგორც „საინვესტიციო პლატფორმის“ შემქმნელები აცხადებენ, ისინი კრიპტოვალუტით ვაჭრობენ და წევრებს სწრაფ შემოსავალს ჰპირდებიან. თუმცა, აქ ერთ-ერთი მთავარი ნიუანსი სქემაში ახალი წევრების მიყვანაა.

ამ დროისთვის უცნობია, ზუსტად რამდენი ადამიანია ჩართული სქემაში, ასევე დაუდგენელია თანხები, რომელიც კონკრეტულად საქართველოდან ჩაიდო. თუმცა, ცნობილია ის, რომ პლატფორმიდან ფულის გატანა შეიზღუდა.

აღსანიშნავია, ისიც რომ "ფორმულას" ცნობით, TSQ-ს თაღლითური სქემის გამოსავლენად პროკურატურაში პირველი საჩივარი უკვე შევიდა. ტელეკომპანიის ცნობით, დაზარალებული მოქალაქე, რომელმაც 10 ათასზე მეტი დაკარგა, ითხოვს ამ ფინანსური პირამიდის და იმ ე.წ. ლიდერების გამოვლენას, რომლებიც საქართველოში საქმიანობენ.

როგორც ალექს სუდაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ფინანსური პირამიდის დასასრულის ერთ-ერთი ნიშანია ის, როდესაც პირველი და მეორე რიგის მონაწილეებისთვის გადახდები ჩერდება.

მისი თქმით, სქემის ხელმძღვანელებს მსგავსი გადაწყვეტილება, როგორც წესი, წინასწარ აქვთ მიღებული, რასაც წინ უძღვის ახალი ადამიანების მაქსიმალურად აგრესიული მოზიდვა.

„ფული შეჭამეს და გაიქცნენ - ფინანსური პირამიდისთვის ეს დამთავრებული თემაა. როდესაც პირველი და მეორე რიგის ხალხისთვის ჩერდება გადახდები, ეს არის დასასრული. დაახლოებით ერთი თვით ადრე ხელმძღვანელებმა უკვე მიიღეს გადაწყვეტილება. განაგრძეთ კითხვა>>>

ასევე იხილეთ: ვინ არის ჰენრი და რატომ ვერ გააქვთ TSQ-ში ჩართულ მოქალაქეებს დაგროვილი თანხა?

შეძლებენ თუ არა, TSQ-ში ჩართული მოქალაქეები 4 სექტემბერს დაგროვილი თანხის გატანას?

"სამწუხაროდ, ყველაზე მეტი ადამიანი ამ ანკესზე საქართველოში წამოეგო! სქემა უკვე ჩამოიშალა ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და ლათინური ამერიკის ზოგიერთ ქვეყანაში" - რომან გოცირიძე თაღლითურ პირამიდაზე

"თუ ხდება თანხის გატანის შეფერხება ან დაბლოკვა - ეს არის ფინანსური პირამიდის დასასრულის პირველი და ყველაზე მთავარი ნიშანი" - რომან გოცირიძე

"ბევრმა ადამიანმა დაკარგა ფული და კიდევ ბევრი დაკარგავს! TSQ იხურება, ბოლო დღეებს ითვლის, მომხმარებლებს ფული ვეღარ გააქვთ" - გაფრთხილება საზოგადოებას

"გვსურს საზოგადოება გავაფრთხილოთ!" - ეროვნული ბანკის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსის ვიდეომიმართვა