"მანუ გაუშვეს "პოს TV"-დან და მე წამოვედი... ამ კანონს არ ვიზიარებ და არ მომწონს! არის საფრთხე, იგივე სცენარი განვითარდეს, როგორც რუსეთში..." - ირმა სოხაძე
რამდენიმე დღის წინ გავრცელსა ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია "პოს TV"-ზე გადაცემა "დღის პოსტი", რომლის წამყვანებიც ირმა სოხაძე და მანუ მურღულია იყვნენ, დროებით შეჩერდა, თუმცა გადაცემას უკვე ახალი წამყვანები ჰყავს და ცნობილი გახდა, რომ მანუ მურღულია „ნიკოს ბენდშიც“ აღარ იქნება...
როგორც ირმა სოხაძემ ambebi.ge-ს განუცხადა, ის "პოს TV"-დან მანუ მურღულიას გაშვების შემდეგ წამოვიდა.
"წამოვედი. მანუ გაუშვეს და არავისთვის არ მინდოდა ჩემი პოზიციით დისკომფორტი შემექმნა და ვერც ჩემს თავს შევუქმნიდი. ნებაყოფლობითი ტაიმ-აუტი ავიღე, არავის უთქვამს, წადიო.
ახლა ტაიმ-აუტი მაქვს აღებული. როდესაც რაღაცა არ მესმის და ვერ ვხვდები, რა ხდება, იქ ძალიან ცუდად ვარ. ეს პირველად არ გამიკეთებია, ჩემი მშობლიური „პირველი არხი“ ორჯერ დავტოვე: პირველად როცა ყველა გაუშვეს, ჩემ გარდა, 2004 წელს, დიდი რეორგანიზაციის დროს და მეორედ, როდესაც ბორდში ექვსი წელი უნდა ვყოფილიყავი და წელიწად-ნახევარში მივხვდი, რომ ტყუილად ვიყავი და დავემშვიდობე მაყურებელს" - ამბობს მომღერალი.
ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე>>>