loader

ირანის პორტში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა - როგორია ბოლო ცნობები? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირანის პორტში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა - როგორია ბოლო ცნობები?

ირანის პორტში, ბანდარ აბასში, მასიური აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა,- ინფორმაციას New York Times ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაშავებულია 800-ზე მეტი ადამიანი. რამდენიმე ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულია.

აფეთქების სავარაუდო მიზეზი პორტში არსებული ქიმიკატები იყო, თუმცა ზუსტი მიზეზი უცნობია. ირანის თავდაცვის სამინისტრომ მედიის ინფორმაცია, რომ აფეთქება, შესაძლოა, რაკეტებისთვის განკუთვნილი მყარი საწვავის არასწორად შენახვას უკავშირდებოდეს, უარყო.

შეგახსენებთ, რომ ირანის უდიდეს პორტში, ბანდარ აბასში აფეთქება გუშინ მოხდა, რის შედეგადაც ახლომდებარე შენობები და ავტომობილები დაზიანდა. მოსახლეობის განცხადებით, აფეთქება 50 კილომეტრის რადიუსშიც იგრძნობოდა.