loader

ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმია მობილიზებული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმია მობილიზებული

ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმი იმყოფება. როგორც ჩვენი კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, სპეცრაზმელები ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე და სკვერში იმყოფებიან.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები წუხელ კლუბ "ბასიანსა" და კლუბ "გალერიში" ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ და ითხოვენ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების გადადგომას.

აქციის მონაწილეებს შემდეგი 4 მოთხოვნა აქვთ: პირველი - თანამდებობა დატოვოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა; მეორე - გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია; მესამე - დაისაჯოს ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი; მეოთხე - დადგეს "ქართული ოცნების" პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. საპროტესტო აქცია "თეთრი ხმაურის მოძრაობის" ორგანიზებით იმართება.


ავტორი: ნარიტა ჩხაიძე

იხილეთ ასევე: წყლის ჭავლიანი მანქანა სავარაუდოდ, პარლამენტისკენ მიემართება

"არცერთი კლუბის დახურვით, დარბევით, ეს პრობლემა არ მოგვარდება" - ბასიანზე დაკავებული ერთ-ერთი პირის დედის მიმართვა მშობლებს

ბათუმში "თეთრი ხმაურის მოძრაობის" მხარდამჭერების სოლიდარობის აქციაზე დაკავებული 3 პირი გაათავისუფლეს

"ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ ამ ომს" - რა ხდება პარლამენთან, სადაც აქციის მონაწილეები "ბასიანში" და "გალერიში" ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ