"ვეფხისტყაოსნის" ზეპირად მცოდნე უხუცესი, რომელიც გინესის რეკორდსმენია
პირველად "ვეფხისტყაოსანი" 8 წლის ასაკში გადაშალა. 1 წლის შემდეგ კი შოთა რუსთაველის გენიალურ ნაწარმოებს 12 საათის განმავლობაში, ზეპირად უშეცდომოდ ყვებოდა. უნიკალური მეხსიერების წყალობით 12 სტროფს ერთი წაკითხვით იმახსოვრებდა.
შოთა ხოდაშნელს უნიკალური ნიჭი დაუფასეს - 1983 წელს ქართველმა პოეტმა გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში საპატიო ადგილი დაიკავა. შოთა ხოდაშნელი 77 წლის ასაკში 209 წიგნის ავტორია. უსინათლო პოეტი ამჟამად მარტო ცხოვრობს და მისი შემოსავლის ერთადერთი წყარო პენსიაა.