loader

მე-3 კურსის სტუდენტის დაჭრის ფაქტზე, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მე-3 კურსის სტუდენტის დაჭრის ფაქტზე, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ადმინისტრაცია გუშინ, უნივერსიტეტის მიმდებარედ, ირინა ენუქიძის ქუჩაზე მოხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვინდა განვმარტოთ, რომ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ირინა ენუქიძის ქუჩაზე, მოხდა ინციდენტი - შედეგად დაზარალდა ჩვენი მე-3 კურსის სტუდენტი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

რამდენადაც ცნობილი გახდა, ინციდენტი დაიწყო კვების ერთ-ერთ ობიექტთან და გადაინაცვლა უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე. რის გამოც, დაცვის თანამშრომლის სწრაფი რეაგირება შეიზღუდა. თუმცა, უნივერსიტეტის სამედიცინო პერსონალისა და დაცვის თანამშრომლის სწრაფი მოქმედებით, დაშავებულს აღმოვუჩინეთ პირველადი დახმარება. შემდეგ კი, სასწრაფოს ეკიპაჟმა მალევე გადაიყვანა სამედიცინო დაწესებულებაში

აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტი აღჭურვილია ვიდეო-თვალთვალის სისტემით, რაც ინციდენტის შემდეგ, სამართალდამცავი ორგანოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა.

უნივერსიტეტის სახელით, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს სტუდენტს და ვუსურვებთ სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას" - ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე იხილეთ: კადრები გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც ცოტა ხნის წინ სტუდენტი დაჭრეს - რა დეტალები ხდება ცნობილი?