კადრები გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც ცოტა ხნის წინ სტუდენტი დაჭრეს - რა დეტალები ხდება ცნობილი?
თბილისში, ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა ირინა ენუქიძის ქუჩაზე, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ვიდეო: "TV პირველი"