loader

ცნობილია ვერაზე მოკლული ბიჭის ვინაობა - "თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილია ვერაზე მოკლული ბიჭის ვინაობა - "თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა"

ვერაზე მოკლული ბიჭი 2008 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნი­კო­ლოზ ღუ­ნაშ­ვი­ლია.

უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი გუ­შინ მოხდა - შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პირ­მა ოთხი ადა­მი­ა­ნი დაჭ­რა, მათ შო­რის ორი არას­რულ­წლო­ვა­ნი. სრო­ლის დროს დაჭ­რი­ლი ერთ-ერთი არას­რულ­წლო­ვა­ნი კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

"ინტერპრესნიუსის" ცნობით, თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა. კერძოდ კი, კაფიდან გამოსულ ახალგაზრდებს, რომელთა ავტომანქანაც დაკავებულის საცხოვრებელი სახლის წინ იდგა, ქალმა შენიშვნა მისცა. არსებული ინფორმაციით, სწორედ აღნიშნულის შემდეგ განახორციელა დაკავებულმა გასროლა.

როგორც ირკვევა, ავტომანქანაში მყოფი ოთხი პირიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვია სამს მოხვდა, მძღოლი კი არ დაშავებულა.

რაც შეეხება მეოთხე დაჭრილს, ის ტაქსით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას გასროლილი ტყვია მოხვდა.

რაც შეეხება დაკავებულს, ის კლინიკაშია გადაყვანილი, ვინაიდან, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, მან დაკავებისას დაზიანება მიიღო, რადგან უწყების ცნობით, სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია.

ასევე იხილეთ: "ტრავმა შეუთავსებელი იყო სიცოცხლესთან" - რას ამბობს ექიმი, ვერაზე სროლის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდის შესახებ

ვერაზე სროლის შედეგად დაჭრილი ერთ-ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა - შსს განცხადებას ავრცელებს

"ჩემს შვილს ყავდა ძაღლი სასეირნოდ და შეესწრო, ბრბა ტყვია რომ მოხვედროდა ჩემს შვილს, ისევე როგორც შეიძლება თქვენს შვილს... " - რას ამბობს ეკა კვესიტაძე ვერაზე მომხდარ ამბავზე