loader

ვერაზე სროლის შედეგად დაჭრილი ერთ-ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა - შსს განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვერაზე სროლის შედეგად დაჭრილი ერთ-ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა - შსს განცხადებას ავრცელებს

ვერაზე სროლის შედეგად დაჭრილი ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა.

შემთხვევის შედეგად სულ 4 ადამიანი, მათ შორის 2 არასრულწლოვანი დაიჭრა, ერთი მათგანი კი კლინიკაში გარდაიცვალა.

„დაჭრილებს შორის 2 არასრულწლოვანია. ოთხივე მათგანი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მიყენებული დაზიანების შედეგად, ერთ-ერთი არასრულწლოვანი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა",- ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი ხეჩინაშვილის კლინიკაში იყო მოთავსებული.