loader

"მთავარი არხი" ახლა ჯოჯოხეთს გადის, მაგრამ ჩვენი სტრესი საერთოდ არაფერია იმასთან შედარებით, რაც თავად ძალადობის მსხვერპლმა განიცადა და ახლაც განიცდის" - ბექა ყორშია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მთავარი არხი" ახლა ჯოჯოხეთს გადის, მაგრამ ჩვენი სტრესი საერთოდ არაფერია იმასთან შედარებით, რაც თავად ძალადობის მსხვერპლმა განიცადა და ახლაც განიცდის" - ბექა ყორშია

"მთელი "მთავარი არხი" ახლა ჯოჯოხეთს გადის, მაგრამ ჩვენი სტრესი საერთოდ არაფერია იმასთან შედარებით, რაც თავად ძალადობის მსხვერპლმა განიცადა და ახლაც განიცდის" - "მთავარი არხის" ჟურნალისტი ბექა ყორშია ამავე არხის დი­ლის გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნის ლაშა ნა­კა­ი­ძის და­ა­კა­ვების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი თქმით, ყველა ქალზე მოძალადე (მათ შორის - ლაშა ნაკაიძე) კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს!

"გაბუმ რომ მითხრა ეს ამბავი, სამი საათი ვისხედით და ვერ ვინძრეოდით.

ეს ის შემთხვევაა, როცა არ არსებობს არანაირი ინტერესთა კონფლიქტი. არ აქვს მნიშვნელობა კოლეგაა, მეგობარია, ბავშვის ნათლია, თუ ოჯახის წევრი - სათქმელი ღიად, ცხადად და პრინციპულად უნდა დავაფიქსიროთ - ყველა ქალზე მოძალადე (მათ შორის - ლაშა ნაკაიძე) კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს !

მთელი "მთავარი არხი" ახლა ჯოჯოხეთს გადის, მაგრამ ჩვენი სტრესი საერთოდ არაფერია იმასთან შედარებით, რაც თავად ძალადობის მსხვერპლმა განიცადა და ახლაც განიცდის", - წერს ბექა ყორშია.

სა­მარ­თალ­დაც­ვე­ლებ­მა სექ­სუ­ა­ლუ­რი და ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით "მთა­ვა­რი არ­ხის“ დი­ლის გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნი ლაშა ნა­კა­ი­ძე და­ა­კა­ვეს. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნა­კა­ი­ძე და­კა­ვე­ბუ­ლია ოჯახ­ში ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის, გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის მცდე­ლო­ბი­სა და მუ­ქა­რის მუხ­ლე­ბით.

ფაქ­ტის შე­სა­ხებ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს მსხვერ­პლის მე­გო­ბარ­მა ქალ­ბა­ტონ­მა აც­ნო­ბა.

აღნიშნულთან დაკავშირებით "მთავარმა არხმა" განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ გმობს და ემიჯნება ყოველგვარი სახის ძალადობას.