loader

"მთავარი არხი" ლაშა ნაკაიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მთავარი არხი" ლაშა ნაკაიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ლაშა ნაკაიძის დაკავებასთან დაკავშირებით "მთავარი არხი" განცხადებას ავრცელებს.

"მთავარი არხი" გმობს და ემიჯნება ყოველგვარი სახის ძალადობას, მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება კაცის მხრიდან ქალზე განხორციელებულ ძალადობას, რასაც არცერთ ვითარებაში არ აქვს გამართლება.

2022 წლის 15 აგვისტოს მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას თავად "მთავარი არხის" ერთ-ერთმა თანამშრომელმა აცნობა, რის შემდეგაც განხორციელდა დაშავებული ქალის სამედიცინო შემოწმება, გამოკითხვა და მისი ჩვენების საფუძველზე ლაშა ნაკაიძის დაკავება.

ნაკაიძისთვის წაყენებული ბრალდების სიმძიმიდან გამომდინარე, "მთავარი არხი" ვალდებულად მიიჩნევს თავს, შეაჩეროს მასთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობა, თუმცა თუ მას დანაშაულის ჩადენა არ დაუმტკიცდება, არხი გადახედავს ლაშა ნაკაიძესთან საქმიანი ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობას", - აღნიშნულია განცხადებაში.

სა­მარ­თალ­დაც­ვე­ლებ­მა სექ­სუ­ა­ლუ­რი და ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით "მთა­ვა­რი არ­ხის“ დი­ლის გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნი ლაშა ნა­კა­ი­ძე და­ა­კა­ვეს. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნა­კა­ი­ძე და­კა­ვე­ბუ­ლია ოჯახ­ში ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის, გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის მცდე­ლო­ბი­სა და მუ­ქა­რის მუხ­ლე­ბით.

ფაქ­ტის შე­სა­ხებ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს მსხვერ­პლის მე­გო­ბარ­მა ქალ­ბა­ტონ­მა აც­ნო­ბა.