მიშელ ობამა დემნა გვასალიას ჩექმასა და ყვითელ კაბაში "გამობრწყინდა" და სოციალური ქსელების მომხმარებლებს კიდევ უფრო შეაყვარა თავი
მიშელ ობამა სერიალის "სექსი დიდ ქალაქში" ვარსკვლავთან, სარა ჯესიკა პარკერთან საკუთარ წიგნზე სასაუბროდ მივიდა. "დეილი მეილის" ინფორმაციით, აშშ-ს ყოფილ პირველ ლედის "ბალენსიაგას" 4 ათას დოლარად ღირებული ჩექმა და ყვითელი კაბა ეცვა.
კაბა "ბალენსიაგას" 2019 წლის გაზაფხული - ზაფხულის კოლექციიდან არის, მოდის სახლის კრეატიული დირექტორი კი ქართველი დიზაინერი, დემნა გვასალიაა.
ბრჭყვიალა ჩექმამ სოციალური ქსელების ყურადღება მიიპყრო, თუმცა "ტვიტერის" მომხმარებლების უმეტესობა ობამას ჩაცმულობას მხოლოდ დადებითად აფასებს.
აშშ-ს პირველი ლედის წიგნის გაყიდვების მაჩვენებელი ძალიან მაღალია, აშშ-სა და კანადაში პირველივე დღეს Becoming-ის 725,000 ასლი გაიყიდა და შემდეგი ორი კვირის განმავლობაში, გაყიდვების თვალსაზრისით, წლის წიგნი გახდა.