loader

ნიკოლოზ ბასილაშვილის ტრიუმფალური გამარჯვება ჩინეთში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნიკოლოზ ბასილაშვილის ტრიუმფალური გამარჯვება ჩინეთში

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩინეთის ღია პირველობა მოიგო. ქართველმა ჩოგბურთელმა ფინალში არგენტინელი ხუან დელ პოტრო ორ სეტში ანგარიშით 6:4, 6:4 დაამარცხა.

30 წლის არგენტინელი ტურნირის პირველი, ხოლო მსოფლიოს მე-4 ჩოგანი იყო. რაც შეეხება ნიკოლოზ ბასილაშვილს, ის 26 წლისაა და ტურნირამდე 34-ე ნომრად იყო განთესილი.

ბასილაშვილი და დელ პოტრო დღემდე მხოლოდ ერთხელ არიან შეხვედრილები, წინა სეზონში შანხაის მასტერსზე არგენტინელს სამი სეტი დასჭირდა ქართველის დასამარცხებლად - (2:6, 6:3, 4:6).

ბასილაშვილმა ამ სეზონში მეორეჯერ მოიგო AთP ტურნირი, მან 500 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და 733 320 დოლარი ერგო. ეს იმას ნიშნავს, რომ ნიკა 23-ე ჩოგანი გახდება.

ტურნირის საპრიზო ფონდი 4 658 510 დოლარი იყო.


ასევე დაგაინტერესებთ: ნიკოლოზ ბასილაშვილის ემოცია, როდესაც ჩინეთის ღია პირველობის თასი გადასცეს