loader

15 წლის მოციგურავემ ფენომენალური გამოსვლით რუსეთს პირველი ოქრო მოუტანა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

15 წლის მოციგურავემ ფენომენალური გამოსვლით რუსეთს პირველი ოქრო მოუტანა

9 თებერვალს სოჭის ოლიმპიადაზე ფიგურული სრიალის გუნდური შეჯიბრებების დასკვნითი ეტაპი გაიმართა. ფინალურ შოუში 5 ქვეყნის (რუსეთი, კანადა, აშშ, იტალია და იაპონია) სპორტსმენები გამოვიდნენ. თავდაპირველად ყინულზე თავისუფალი პროგრამით მამაკაცები გამოვიდნენ, რომელთა შორის გამარჯვება რუსმა ევგენი პლუშენკომ მოიპოვა და 168.20 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. ამით მან რუსეთის ნაკრებს დამატებითი 10 ქულა შესძინა. მეორე ადგილი კანადელმა კევინ რეინოლდსმა დაიკავა.

ამის შემდეგ ასპარეზობა ქალებმა დაიწყეს. აქ ყველაზე მეტად თავი 15 წლის იულია ლიპნიცკაიამ გამოიჩინა, რომელმაც უშეცდომოდ ისრიალა, 141.51 ქულა აიღო და რუსეთის ნაკრებს ოქროს მედალი მოუტანა. მეორეზე ამერიკელი გრეისი გოლდი გავიდა, მესამეზე - იტალიელი ვალენტინა მარკეი, მეოთხეზე - იაპონელი აკიკო სუზუკი, მეხუთეზე - კანადელი კეტლინ ოსმონდი.

საბოლოო ჯამში, პირველი ადგილი რუსეთის ნაკრებმა დაიკავა 75 ქულით, მეორე კანადამ - 65 ქულით, ხოლო მესამეზე ამერიკა გავიდა - 60 ქულით. რაც შეეხება იულია ლიპნიცკაიას, იგი ზამთრის ოლიმპიადის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონია. ადრე ეს რეკორდი მოციგურავე ტარა ლიპინსკის ეკუთვნოდა, რომელმაც 1998 წელს 15 წლის ასაკში ოქროს მედალი მოუტანა აშშ-ს. ცნობისთვის, იულია ლიპნიცკაიას ქართველი მწვრთნელი - ეთერ თუთბერიძე ავარჯიშებს.

ასევე იხილეთ:

15 წლის რუსი მოციგურავე, რომელსაც ქართველი წვრთნის

15 წლის მოციგურავეს სრიალმა სოჭის ოლიმპიადაზე აღტაცება გამოიწვია


იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე