კადრებში ჩანს, როგორ გაარტყა მღვდელმა სილა ბავშვს ნათლობის ცერემონიაზე
ნათლობის ცერემონიის დროს მღვდელმა მცირეწლოვან ბავშვს სახეში გაარტყა, რადგან ბიჭი ტიროდა. ვიდეოს "დეილი მეილი" ავრცელებს.
მამაკაცი და ქალი, რომლებიც მღვდელთან ერთად ბავშვით ხელში დგანან, ნანახმა გააოგნა და მღვდელს ბავშვი გამოსტაცეს.
კადრებში ჩანს, რომ ბავშვი ხელში ქალს, სავარაუდოდ - დედას უჭირავს, მღვდელი კი ემბაზის წინ რიტუალს იწყებს. ბავშვი ვიდეოში ხმამაღლა ტირის. მისი დამშვიდება ვერ შეძლეს, ამიტომ მღვდელმა ხმას აუწია, ბავშვის თავი ხელებით დაიჭირა და სახეში გაარტყა. ბიჭმა კიდევ უფრო მოუმატა ტირილს, ბავშვის მამამ კი ბავშვი მღვდელს გამოსტაცა.
ცნობილი არ არის, როდის არის კადრები გადაღებული, თუმცა ნათლობის ცერემონია ფრანგულ ენაზე მიმდინარეობს.