რითი არიან დაკავებულები საკრებულოს დეპუტატები, მაშინ, როცა ანგარიშს უნდა უსმენდნენ
სმარტფონებში "ფეისბუქის სქროლვა" და ახალი ამბების გაცნობა უკვე აღარავის უკვირს, თუმცა თბილისის საკრებულოს დეპუტატების ნაწილი ამას მაშინაც აკეთებენ, როცა საკრებულოს სხდომათა დარბაზში მნიშვნელოვან ანგარიშს ისმენს. დღეს, საკრებულოს წევრების ნაწილმა, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის საქმიანობის 3 თვიანი ანგარიში სწორედ სმარტფონებში, "ფეისბუქის სქროლვის" პარალელურად მოისმინა.
საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარეს თამარ ტალიაშვილს, რომელიც დღევანდელ გაფართოებულ სხდომას ხელმძღვანელობდა, კოლეგებისთვის მეტი ყურადღების გამოჩენის თაობაზე შენიშვნის მიცემაც მოუწია.
ავტორი: ნინო ხოზრევანიძე