10 წლის სანდრო საკუთარი ხელით საახალწლო სათამაშოებს ამზადებს: "მინდა დავეხმარო ბავშვებს, ვისაც არ ჰყავს მზრუნველი დედა და მამა"
ტელეკომპანია "იმედმა" მაყურებელს 10 წლის სანდროს ისტორია უამბო. სანდრო ქანთარია დედასთან ერთად ცხოვრობს და ოჯახს საკუტარი ხელით დამზადებული საახალწლო სათამაშოებით ეხმარება. მას დიდი ოცნებებიც აქვს, რომლებსაც საკუთარი საქმიანობის წყალობით აისრულებს.