"აჰმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა" - ახალი დეტალები ისანში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, სპეცოპერაციისას გარდაცვლილი ერთ-ერთი პირის, აჰმედ ჩატაევის ცოლ-შვილი საქართველოში არ იმყოფება. როგორც უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა სუს-ში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, "ამ დროისათვის შემიძლია გითხრათ, რომ ჩატაევის ცოლ-შვილი საქართველოში არ იმყოფება". როგორც ცნობილია, ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩატაევის ცოლ-შვილი იმ ბინაში იმყოფებოდა, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა.
იხილეთ ასევე: საგანგებო ბრიფინგი სუს-ში: ლიკვიდირებული პირებიდან ერთ-ერთი აჰმედ ჩატაევია
იხილეთ ასევე: საგანგებო ბრიფინგი სუს-ში: ლიკვიდირებული პირებიდან ერთ-ერთი აჰმედ ჩატაევია