loader

10 შვილის მამა დავით ლანჩავა ოჯახს პატარა სახელმწიფოს უწოდებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

10 შვილის მამა დავით ლანჩავა ოჯახს პატარა სახელმწიფოს უწოდებს

თეონა, კონსტანტინე, ლაშა-გიორგი, ლუკა, საბა, მარინე, ნიკოლოზი, სპირიდონი, ანასტასია და იოანე... ეს დავით ლანჩავას "პატარა სახელმწიფოა", როგორც თავად ადვოკატი უწოდებს ოჯახს. დავით ლანჩავას საკმაოდ მრავალრიცხოვანი ოჯახი ჰყავს. ადვოკატი მეუღლესთან ერთად 10 შვილს ზრდის, რაც დღესდღეობით საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა.

კვირა დღე ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მიუხედავად დაძაბული სამუშაო გრაფიკისა, სწორედ ამ დღეს ახერხებს ადვოკატი მთელი დღის ოჯახთან ერთად გატარებას. დავით ლანჩავას 2 ვაჟი საზღვარგარეთ სწავლობს და მუშაობს.

ადვოკატი ფიქრობს, რომ შვილების არჩევანში არ უნდა ჩაერიოს. მათ მხოლოდ ის შესაძლებლობები უნდა მისცეს, რომელიც მიზნების მიღწევაში დაეხმარებათ, რათა სახელმწიფოს გამოადგნენ. ნახეთ, როგორია მრავალშვილიანი ოჯახის უქმე დღე.


ავტორი: მარიამო ლორთქიფანიძე