loader

ლიკა ქავჟარაძის შვილი პანაშვიდზე - კადრები ვაკის სამების ტაძრიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლიკა ქავჟარაძის შვილი პანაშვიდზე - კადრები ვაკის სამების ტაძრიდან

მსახიობი ლიკა ქავჟარაძე ვაკის სამების ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. ტაძარში იმყოფებიან მსახიობის კოლეგები, მეგობრები და ახლობლები. ლიკა ქავჟარაძეს დღეს, ვაკის სასაფლაოზე, დედის გვერდით დაკრძალავენ.

58 წლის მსახიობი საკუთარ სახლში გარდაცვლილი 11 ოქტომბერს იპოვეს. ახლობლები გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის პრობლემას ასახელებენ. ექსპერტიზის დასკვნა კი 45 დღეში გახდება ცნობილი. მსახიობის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს. ლიკა ქავჟარაძე საკუთარი ნამუშევრების პერსონალური გამოფენისთვის ემზადებოდა. მეგობრების გადაწყვეტილებით, მიუხედავად ტრაგედიისა, აღნიშნული გამოფენა ვაკის არტ-გალერეაში 19 ოქტომბერს მაინც გაიმართება.