loader

17 წლის გოგონა ცხვირის ოპერაციის შემდეგ კომაშია: "გაუძელი, შვილო" - დედის ემოციური ვიდეომიმართვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

17 წლის გოგონა ცხვირის ოპერაციის შემდეგ კომაშია: "გაუძელი, შვილო" - დედის ემოციური ვიდეომიმართვა

17 წლის ხატია თვაური, რომელიც ცხვირის პლასტიკური ოპერაციის შემდეგ კომაშია, სამკურნალოდ საფრანგეთში წაყვანას საჭიროებს.

გოგონას კომიდან გამოყვანა რამდენიმე დღის წინ დაიწყეს, თუმცა ამ დრომდე მან მხოლოდ თვალის გახელა შეძლო. ხატიას დედის ინფორმაციით, გოგონას ხელის მტევნებზე რეფლექსური რეაქციებიც დაუბრუნდა, თუმცა, საუბარზე არ რეაგირებს.

როგორც "პალიტრავიდეოს" თეო სიდამონიძემ განუცხადა, ხატიას გამოსაჯანმრთელებლად მისი საზღვარგარეთ წაყვანა აუცილებელია, რადგან საქართველოში არ ტარდება ის ოპერაციები, რომლებსაც საჭიროებს.

თავად ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკამ, სადაც გოგონას ცვირის ოპერაცია გაუკეთდა და სადაც ამჟამად კომატოზურ მდგომარეობაში წევს, მის დასაფინანსებლად თანხის გამოყოფაზე უარი განაცხადა. ოჯახი დახმარებას ჯანდაცვის სამინისტროდან ელოდება.

ხატია თვაურს ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში ცხვირის პლასტიკური ოპერაცია 7 სექტემბერს პლასტიკურმა ქირურგმა ზაქარია ოდიშვილმა გაუკეთა. ოპერაციის შემდეგ გოგონას გული გაუჩერდა და მას შემდეგ კომაშია.

დახმარების მსურველებმა დარეკეთ ყველა ოპერატორიდან 0 901 700 177 ( ზარის ღირებულება 1 ლარი)  
ასევე თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია სწრაფი გადახდის აპარატებიდან  ქველმოქმედებაში მოძებნეთ ფონდი სიკეთის კვალი.
საბანკო რეკვიზიტები:
თიბისი ბანკი  TBCBGE22
GE34TB7319436080100002 GEL
GE78TB7319436180100002 USD
GE08TB7319436180100001 EUR
საქართველოს ბანკი: BAGAGE22
GE10BG0000000667885400 GEL
GE10BG0000000667885400 USD
GE10BG0000000667885400 EUR
მიმღები : ფონდი სიკეთის კვალი
დანიშნულებაში დაწერეთ : ხატიას გადასარჩენად