loader

როგორ ულოცავენ ზაზა ფაჩულიას მეოთხე შვილის შეძენას ნაკრების წევრები? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ ულოცავენ ზაზა ფაჩულიას მეოთხე შვილის შეძენას ნაკრების წევრები?

კალათბურთელი ზაზა ფაჩულია და მისი მეუღლე თიკა ალავიძე მეოთხე შვილის მშობლები გახდნენ.

ფაჩულიას მეუღლემ ამერიკაში იმშობიარა. როგორც AMBEBI.GE-ს ფაჩულიას ოჯახის წევრმა განუცხადა, წყვილს გოგონა შეეძინა და მას ნუცა დაარქვეს.

პატარა ნუცა ფაჩულია 4,100 კგ დაიბადა. ბავშვს სახელი ზაზას ქალიშვილმა, მარიამმა დაარქვა.

მეუღლის  მშობიარობას არ ესწრებოდა საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი. შეგახსენებთ, ფაჩულია ნაკრებთან ერთად ისრაელში "ევრობასკეტი 2017"-ზე იმყოფება, სადაც ნაკრებს ორი მოგება და ორი წაგება აქვს. გუშინ, 5 სექტემბერს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები B ჯგუფის მასპინძელ ისრაელს შეხვდა და დაძაბულ თამაშში ანგარიშით 104:91 დაამარცხა.

ფაჩულია-ალავიძის წყვილს 4 შვილი - დათა, საბა, მარიამი და ნუცა ჰყავს.