loader

ბორჯომის ხეობაში დავით ქაცარავა სამართალდამცველებმა ხანძრის ადგილიდან გაიყვანეს, რადგან ის სხვა მოხალისეებთან ერთად, მეხანძრე-მაშველებს ხელს უშლიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბორჯომის ხეობაში დავით ქაცარავა სამართალდამცველებმა ხანძრის ადგილიდან გაიყვანეს, რადგან ის სხვა მოხალისეებთან ერთად, მეხანძრე-მაშველებს ხელს უშლიდა

დავით ქაცარავას, რომელიც თანმხლებ მოხალისეებთან ერთად ბორჯომის ხეობაში მუშაობდა, ადგილის დატოვება მოსთხოვეს, რადგან ისინი მეხანძრე-მაშველებს ხელს უშლიდნენ. ამის შესახებ ქაცარავამ თავადვე ისაუბრა "ფეისბუქლაივის" საშუალებით.

ამასთან, ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქაცარავა შსს-ს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში გამოკითხვაზეა დაბარებული.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ქაცარავას გამოკითხვაზე დაბარება მის მიერ დღეს გაკეთებულ იმ განცხადებას უკავშირდება, რომლის თანახმადაც, ბორჯომის ხეობაში, ერთ-ერთ კერასთან ბოთლის ნამტვრევები იპოვეს, რომელსაც სპეციფიკური, სავარაუდოდ, ბენზინის სუნი ჰქონდა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, ბორჯომის ხეობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 187-ე მუხლის (ნივთის დაზიანება ან განადგურება) მე-2 ნაწილით.