მილიონერ თემურ უგულავას ყოფილ მეუღლეს ავტომობილი დაულეწეს - "გამოვიძახე პატრული და ეგ ტიპი ვიპოვეთ..."
ბაია დავითაია, რომელიც ბიზნესმენ თემურ უგულავას ყოფილი მეუღლეა, Facebook-ზე ავრცელებს კადრებს, რომელშიც ჩანს, რომ მის ავტომობილს დაზიანება აქვს მიყენებული. როგორც დავითაია თავად წერს, შემთხვევა მისი მეგობრის საცხოვრებელი კორპუსის პარკინგზე მოხდა. პირი კი, რომელმაც ავტომობილი დააზიანა, პატრულის დახმარებით იპოვა. "გამოვიძახე პატრული და ეგ ტიპი ვიპოვეთ. ჩემი იყო ეს ადგილიო, გამოგვიცხადა", - ამბობს დავითაია.