"ვინც ლანძღავს და აგინებს რუსეთს, ქართველი როგორ ვუწოდო?!" - მეუფე სპირიდონის ძველი ქადაგების გამო, ინტერნეტში განხილვები არ წყდება
ვიდეო, რომელშიც სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი ქადაგებს, Youtube-ზე გამოქვეყნებული ვიდეოს მიხედვით, 2015 წლის 8 მარტს, კიევ-პეჩერელი ღირსი მამების ხსენების დღეს არის გადაღებული. ეს ის პერიოდია, როდესაც უკრაინაში სამხედრო დაპირისპირება მიმდინარეობდა.
იმან, რომ ქადაგებაში სასულიერო პირი უკრაინელებს, ბელორუსებსა და რუსებს ერთიან რუსეთად მოიაზრებს, რომლისაც "თვით ანტიქრისტესაც კი შეეშინდება", სოციალური ქსელების ქართველ მომხმარებლებში წყრომა გამოიწვია. განსაკუთრებული რეაქცია კი მოჰყვა მეუფის ფრაზას - "ვინც ლანძღავს და აგინებს რუსეთს, იმას ქართველი როგორ ვუწოდო?!".
ვიდეო ხანგრძლივია (27 წთ) და Palitravideo.ge მხოლოდ ფრაგმენტს გთავაზობთ. ჩვენ მიერ მოჭრილ ეპიზოდამდე კი მეუფის ქადაგების შინაარსი ასეთია:
ისინი შექმნიან ერთ, ძლიერ, მართლმადიდებლურ სახელმწიფოს, რომელსაც ეყოლება მირონცხებული მეფე, რომლისაც თვით ანტიქრისტესაც კი შეეშინდება და ჩვენ ამისთვის უნდა ვილოცოთ, ვევედროთ უფალს, რომ ეს ასე მოხდეს" , - ამბობს სასულიერო პირი და წუხს იმის გამო, რომ "დღეს დეფორმირებული და არამართლმადიდებლური შეხედულებებია გარკვეულ წრეებში".
ამის შემდეგ მის ქადაგებაში მეუფე სპირიდონი კათოლიკური ეკლესიის შესახებ ნეგატიურ კონტექსტში საუბრობს. ქადაგებაში მეუფე დასავლურ სამყაროს "სარწმუნოებაგადაგვარებულებად" მოიხსენიებს.
ვინ არის მეუფე სპირიდონი:

- მაღალყოვლადუსამღვდელოესი სპირიდონი სხალთელი მთავარეპისკოპოსია.
- ერისკაცობაში – გოჩა ოთარის ძე აბულაძე
- დაიბადა: 1950 წლის 14 ივნისს, ქ. ზესტაფონში.
- ანგელოზის დღე: 25 დეკემბერი – წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენება.
- დიაკვნად კურთხევა: 28. 08. 1990
- მღვდლად კურთხევა: 04. 07. 1990
- ბერად აღკვეცა: 23. 12. 2006
- ეპისკოპოსად კურთხევა: 24. 12 2006
- მთავარეპისკოპოსობა ებოძა: 17. 04. 2013