"ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი ვთვლიდი, რომ არც ქალი ვარ და არც კაცი... დღეს ჯერ კიდევ ვცდილობ შევისწავლო ჩემი გენდერული იდენტობა" - ნელი აგირბა
"ძალიან რთული პერიოდი აქვს ადამიანს თვითგამორკვევის... ძიების პროცესი, მე მგონია, უმეტეს ჩვენგანს გავლილი აქვს, როდესაც არკვევ, ვინ ხარ... გოგო ხარ, ბიჭი ხარ, რას ნიშნავს, იყო გოგო, რას ნიშნავს, იყო ბიჭი... მე რომ რაღაც მომენტში გადამეწყვიტა, რომ ვარ ბიჭი და ამას რომ შეხვედროდა საზოგადოება, როგორც ხვდება სხვა ტრანსგენდერებს, ამის წარმოდგენა არ მინდა... დღეს ჯერ კიდევ ვცდილობ შევისწავლო ჩემი გენდერული იდენტობა...", - ამის შესახებ "The Talk შოუს" წამყვანმა ნელი აგირბამ განაცხადა.