loader

სოციალურ ქსელში ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრე გადარებული კადრები ვრცელდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სოციალურ ქსელში ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრე გადარებული კადრები ვრცელდება

რადარებიდან გაუჩინარებული ინდონეზიური ავიაკომპანიის Sriwijaya Air-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის ნამსხვრევები მეთევზეებმა, სავარაუდოდ, ჯაკარტას ჩრდილოეთით ზღვაში აღმოაჩინეს, -ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

”წყალში რამდენიმე კაბელი და ლითონის ნაჭრები აღმოვაჩინეთ”, - განაცხადა ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა მედიასთან საუბარში.

მისივე თქმით, სამძებრო და სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

ინდონეზიური ავიაკომპანიის Sriwijaya Air-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი, „ბოინგ 737-500“, რომელიც ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტადან აფრინდა, რადარებიდან გაუჩინარდა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 50-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. თვითმფრინავი ინდონეზიის დასავლეთ კალიმანტანის პროვინციის ქალაქ პონტიანაკისკენ მიფრინავდა, რა დროსაც მასთან სიგნალი დაიკარგა.