ნინო ქათამაძემ 22 ივნისს მოსკოვში იმღერა - რას წერს რუსი ტელეწამყვანი, რომელმაც კონცერტის კადრები გაავრცელა
ნინო ქათამაძემ 22 ივნისს,მაშინ როდესაც თბილისში ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქცია იმართებოდა, რუსეთში ფესტივალ Усадьба Jazz-ზე იმღერა. სიმღერის ვიდეოს ტელე-რადიო წამყვანი, ალექს დუბასი "ინსტაგრამზე" ავრცელებს. დუბასი საქართველოსა და ქართველებს ემოციურ და თბილს პოსტს უძღვნის და წერს:
"ნინო ქათამაძემ განაცხადა, რომ მისი გული ახლა საქართველოშია, მე კი ვუთხარი, რომ მსმენელების გულები მასთანაა, ესე იგი, მსმენელების გულებიც საქართველოშია...
ამ ვიდეოში ნახავთ, როგორ ჰყვებოდნენ მას სიმღერაში და როგორ უკრავდნენ ტაშს, რადგან ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ თქვენი უმრავლესობა რუსოფობი არაა.
ადრე ნინომ მითხრა, რომ ქართულ ენაში არ არსებობს სიტყვა «ладонь», არის მისი შესატყვისი "ხელის გული" - «сердце руки» და ახლა, როცა მე ხელს ვართმევ ან ტაშს ვუკრავ ადამიანს, მახსენდება, რომ ამას ვაკეთებ გულით.
"ყველაფერი, რასაც გვართმევს ცხოვრება, გვიბრუნებს მუსიკა" - თქვა ჯონ ლენონმა. ის კი კარგად იცნობდა მსოფლიოსაც და მშვიდობასაც.
შეხვედრამდე, ქართველებო!" - წერს რუსი ტელე-რადიო წამყვანი.