18 წლის ფოთელმა ბიჭმა ამერიკელ თანაკლასელებს საქართველოს ჰიმნი ასწავლა
18 წლის ფოთელმა არჩილ გვასალიამ ამერიკელი კლასელები ქართულად აამღერა. საქართველოს ჰიმნი ოჰაიოს შტატის ერთ-ერთი წამყვანი სკოლის გუნდმა არჩილთან ერთად შეასრულა. არჩილ გვასალია ამერიკაში FLEX-ის ლიდერთა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში იმყოფება.
არჩილის დედის, ნონა ხუხიას თქმით, არჩილმა მოკლე პერიოდში მოახერხა, გაეცნო ამერიკელი ხალხისთვის საქართველო.
"არჩილმა ბევრი იმუშავა იმისთვის, რომ საქართველო გაეცნო ამერიკელი ხალხისთვის. აქედან მიჰქონდა ვიდეომასალა, მოაწყო პრეზენტაციები. სიმღერითა და ცეკვით მათ ქართული სამყარო დაანახა. ადგილობრივები იმდენად დაინტერესდნენ, რომ ამბობენ, აუცილებლად ჩამოვალთ საქართველოში და უფრო კარგად გავიცნობთ ქართველ ხალხსო. რაც შეეხება სკოლის გუნდთან შესრულებულ საქართველოს ჰიმნს, ეს იდეა მაშინ დაიბადა, როდესაც მან ამერიკის ჰიმნი შეასრულა. უთხრეს, ახლა ჩვენ ვიმღერებთ თქვენს ჰიმნსო და ერთობლივად მოამზადეს ყველაფერი. თანაც სიმბოლურია, რომ ეს ღონისძიება დაემთხვა საქართველოს დამოუკიდებლობის 101-ე წლისთავს. გუნდს აქვს ძალიან დიდი სურვილი, იმღეროს საქართველოში. ვნახოთ, ღმერთმა ქნას, მომავალ დამოუკიდებლობის დღეს ჩამოვიდნენ და აქ შეასრულონ საქართველოს ჰიმნი" - განაცხადა ნონა ხუხიამ.
ავტორი: მაიკო ძაგანია