ქალი ხეოფსის პირამიდაზე ავიდა და გაშიშვლდა - საქმეს ეგვიპტის მთავარი პროკურატურა იძიებს
ინტერნეტით გავრცელებულმა ვიდეომ, სადაც ხეოფსის პირამიდაზე ასული ქალი ტანსაცმელს იხდის, ეგვიპტეში მკვეთრი რეაქცია გამოიწვია. ინფორმაციას CNN ავრცელებს. ვიდეოში, რომელიც ღამით არის გადაღებული, ჩანს, რომ პირამიდაზე ქალი და კაცი ადიან, მწვერვალზე ასვლის შემდეგ კი ქალი სამოსს იხდის.
ეგვიპტის სიძველეთა მინისტრის, ხალედ ალ-ანანის თქმით, ფაქტი საზოგადოებრივი მორალის დარღვევაა და ინციდენტს მთავარი პროკურატურა გამოიძიებს.
გიზის პლატოს გენერალურ დირექტორ აშრაფ მოჰის თქმით კი, ვიდეო ყალბია, რადგან ტერიტორია მკაცრად არის დაცული. მისივე განცხადებით, როგორ მოახერხა წყვილმა დაცვისგან თავის დაღწევა და პირამიდაზე ასვლა, გამოძიება დაადგენს. მოჰის ინფორმაციით, პირამიდების გარშემო 18 კმ სიგრძის ღობეა.
პირამიდაზე ასვლა ეგვიპტეში დანაშაულად მიიჩნევა.