Victoria’s Secret-ის ახალი ანგელოზი ვინი ჰარლოუ გახდა
24 წლის კანადელი მოდელი ვინი ჰარლოუ Victoria’s Secret-ის ანგელოზი გახდა და ბრენდის შოუში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას ELLE ავრცელებს.
მოდელმა სიახლე თაყვანისმცემლებს "ინსტაგრამის" საშუალებით გაუზიარა. სოციალურ ქსელში ვინიმ განათავსა ვიდეო, სადაც სიხარულისგან ტირილს ვერ იკავებს. თეთრეულის მწარმოებელი ბრენდის შოუში მონაწილეობას ის ნოემბერში მიიღებს. პოდიუმზე ბელა ჰადიდთან, ბარბარა პალვინთან, ლეომი ანდერსონთან და სხვა ვარსკვლავებთან ერთად გამოჩნდება.
ვინი "ინსტაგრამზე" წერს, რომ კონკურსის წინ ის იმდენად ნერვიულობდა, რომ მძღოლს სთხოვა, გზა გაეგრძელებინა, რომ მოსამზადებლად მეტი დრო ჰქონოდა.
ვინი ვიტილიგოთი დაავადებული პირველი მოდელი იქნება, რომელიც ასეთ ცნობილ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.