loader

პირველი ოსკაროსანი საბჭოთა კავშირიდან თბილისელი, კერძოდ კი - ვერელი იყო - ნაწყვეტი ფილმიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირველი ოსკაროსანი საბჭოთა კავშირიდან თბილისელი, კერძოდ კი - ვერელი იყო - ნაწყვეტი ფილმიდან

საბჭოელთაგან ამერიკული კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს - "ოსკარის" პირველი მფლობელი ლეონიდ ვარლამოვი მე-20 საუკუნის დასაწყისში ჩვენს ქალაქში, თბილისელი ინჟინრის, ვასილ ვარლამოვისა და მისი მეუღლის - ნინა ბაბახანიდის ოჯახში დაიბადა. ლეონიდი, ახლობლებისთვის ლიონია, და-ძმასთან - დიმიტრისა და ოლგასთან ერთად ზემო ვერაზე, ხოშტარიას ქუჩაზე მდებარე პატარა ბინაში გაიზარდა.

მომავალი კინოდოკუმენტალისტისა და მისი და-ძმის აღზრდაში დიდ როლს ასრულებდა ბებია - ვასილის დედა ელისაბედ აბდუშელიშვილი. ეს უკანასკნელი შვილიშვილებს სამშობლოს სიყვარულს, ღირსების გრძნობას, პატიოსნებას უღვივებდა. ოჯახის კარი მუდამ ღია იყო სტუმრებისთვის, რომელთა შორის ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი იყო, ქართული თუ სხვა ქვეყნების ინტელიგენციის წარმომადგენელი. დიმიტრი-მიტო და ლეონიდი თავდაპირველად ლევანდოვსკის სახელობის გიმნაზიაში, შემდგომ კი - ბარნოვის ქუჩაზე, 49-ე სკოლაში სწავლობდნენ... ფილმს ერქვა "მოსკოვის მისადგომებთან გერმანელ ფაშისტთა ჯარების განადგურება". იხილეთ სრული სტატია