"ნიჭიერი" იმედზე გადავიდა - ეთერში გადაცემის ახალი პრომო უკვე ტრიალებს
"ნიჭიერი" ახალ სეზონზე "იმედის" ეთერში გავატალანტების შოუ ნიჭიერი ახალი სეზონიდან "იმედის" ეთერში გავა. პროექტი, რომელიც შვილი სეზონის განმავლობაში "რუსთავი 2"-ის ეთერი გადიოდა, ამიერიდან კონკურენტ ტელეკომპანიაში გააგრძელებს მოღვაწეობას.
ახალი პრომო, რომელიც შოუს ახალი სეზონის დაწყებას ატყობინებს მაყურებელს, "იმედის" ეთერში უკვე გადის. აღსანიშნავია რომ, პრომოში არც ერთი კადრი არ არის გამოყენებული საქართველოში ჩატარებული წინა შოუებიდან და მთლიანად აგებულია უცხოური "ნიჭიერის" კადრებით:
"ნიჭიერი" ყველგან "ნიჭიერია". ნიჭიერი ახალ სეზონს იმედის ეთერში იწყებს. თუ გსურთ დიდი სცენის დაპყრობა, გელით იქ სადაც ნიჭი ფასდება.. შენს ნიჭს ელის "იმედი" - ნათქვამია პრომოში. შესარჩევი ტურები "ნიჭიერისთვის" 5 აგვისტოდან იწყება და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ შოუს "იმედის" ეთერში იგივე გუნდი გააკეთებს, ვინც წლების მანძილზე მუშაობდა პროექტზე "რუსთავი 2"-იუს ეთერში. შეგახსენებთ, რომ ყველაზე რეიტინგული მეგა-შოუების პროდუსერები დემნა ჯაფარიძე და გიორგი ხაბურზანია თავიანთ გუნდთან ერთად, დაახლოებით ერთი თვის წინ გადავიდნენ "იმედში".