იულია ნაჩალოვას დაკრძალვაზე სამგლოვიარო დარბაზთან რიგებია - მედიკოსები დარბაზში მორიგეობენ
რუსი მომღერლის, იულია ნაჩალოვას დაკრძალვაზე მისული მეგობრები ცუდად ხდებიან და გონებას კარგავენ. ინფორმაციას Gazeta.ru ავრცელებს. ერთ-ერთი ქალი სამგლოვიარო დარბაზიდან გამოსვლისას უგონოდ დაეცა ძირს. ის ექიმებმა კლინიკაში გადაიყვანეს.
მედიკოსები დარბაზში მორიგეობენ. ისინი დამამშვიდებლებს აძლევენ ყველას, ვინც თავს ცუდად გრძნობს. შენობასთან უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. მომღერლის კოლეგების გარდა, ნაჩალოვასთვის უკანასკნელი პატივის მისაგებად მისი თაყვანისმცემლებიც მივიდნენ.
იულია ნაჩალოვა 16 მარტს გარდაიცვალა. მას სეფსისი განუვითარდა, ბოლოს კი გული გაუჩერდა. მომღერალი 39 წლის იყო. გარდაცვლილს მოსკოვში, ტროეკუროვის სასაფლაოზე დაკრძალავენ.