შეუკვეთა თუ არა გალკინმა კირკოროვის სიკვდილი? - რუსულ მედიაში გავრცელებულ სკანდალურ ინფორმაციას თავად კომიკოსი ეხმაურება
დაღესტნის მცხოვრები ხიდირნები კაზუევი, რომელსაც მახაჭყალაში ფილიპ კირკოროვის კონცერტზე ტერაქტის მცდელობა ედება ბრალად, ამბობს, რომ კირკოროვის მკვლელობა ტელეწამყვანმა მაქსიმ გალკინმა დაუკვეთა. ამის შესახებ "კომსომოლსკაია პრავდა" წერს.
კაზუევის თქმით, 2017 წელს, როდესაც მოსკოვში იმყოფებოდა, ქუჩაში მასთან გალკინი მივიდა და კირკოროვის მკვლელობისთვის 2 მლნ რუბლი შესთავაზა. კაზუევი აღნიშნავს, რომ ალა პუგაჩოვას ქმარი ცოლის ყოფილ მეუღლეზე ეჭვიანობს და მკვლელობის მცდელობის მოტივიც სწორედ ეს იყო. მისი თქმით, შეთავაზებას დასთანხმდა და ავანსად 1 მლნ რუბლი და მობილური ტელეფონი მიიღო.
მედიაში გავრცელებულ ხმებს თავად გალკინიც გამოეხმაურა და ყველაფერი ჟურნალისტების ფანტაზიებსა და გაზაფხულს მიაწერა. გარდა ამისა, მან ჟურნალისტებს ხუმრობით სთხოვა, რომ არ შეეწუხებინათ კირკოროვი, რადგან ის ძალიან ნაწყენია მისი "მკვლელობის" შეკვეთის საფასურის გამო.