როგორ ანადგურებენ ჩვენი თანამოქალაქეები თბილისის ინფრასტრუქტურას
დაზიანებული ლამპიონები, დამტვრეული სკამები, წარწერები კედლებზე - თბილისში ბევრ ადგილას შეხვდებით ვანდალიზმის ფაქტებს. ხშირია ისეთი შემთხვევები, როცა ახალგაკეთებულ სკვერს მოქალაქეები რამდენიმე დღეში აზიანებენ და იერსახეს უკარგავენ. ჩემმა კოლეგამ, ნარიტა ჩხაიძემ თბილისის ცენტრალური უბნები მოიარა და დღეს ვანდალიზმის კონკრეტულ ფაქტებს წარმოგვიდგენს, შემდეგ კი გავარკვევთ როგორ და ვის მიერ ხდება რეაგირება მსგავს ფაქტებზე და ისჯებიან თუ არა ვანდალები.