ქართველი პატიმრის ფოტოები "ფეისბუქიდან" - ვინ არის 37 წლის მამაკაცი, რომელიც გერმანიის ციხიდან გაიქცა?
გერმანიაში ბინის ქურდობისთვის დაკავებული საქართველოს მოქალაქე ციხიდან გაიქცა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაკავებულმა ქართველმა გაქცევა სხვა პატიმართან ერთად მოახერხა.
„გერმანული მხარის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის 4 აგვისტოს, მემინგემის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სხვა პატიმართან ერთად, გაიქცა საქართველოს მოქალაქე. მას გერმანიაში ჩადენილი ბინის ქურდობისთვის წინასაგამოძიებო პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული“, - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ქართველი პატიმრის პირადი ფოტოები "ფეისბუქიდან" და გერმანიის პოლიციის მიმართვა მოსახლეობას "პალიტრანიუსის" გადაცემაში "საღამოს ნიუსრუმი".