"აიფონის" ფორმის საფლავის ქვა, "ეკრანზე" გარდაცვლილის სურათით
რუსეთში, ბაშკირეთის დედაქალაქ უფაში უცნაური საფლავის ქვა შენიშნეს. გარდაცვლილი გოგონას მოსაგონებლად მისმა ახლობლებმა "აიფონის" ფორმის 1.7 მეტრი სიმაღლის ქვა დადგეს.
"ტელეფონის ეკრანზე" გარდაცვლილი გოგონას ფოტოა. სოციალური ქსელების მომხმარებლები ვარაუდობდნენ, რომ სურათი დამონტაჟებული იყო, თუმცა, როგორც გაირკვა, ქვა საფლავზე უკვე 2 წელზე მეტია, ნამდვილად დგას.
გარდაცვლილის ახლობლების თქმით, გოგონა მრავალი წლის განმავლობაში მობილურების სფეროში მუშაობდა და "აიფონის" ფორმის ქვის დადგმაც სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს. მათივე ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი ხანგრძლივი დაავადების შედეგად გარდაიცვალა.