loader

საბერძნეთში ტყის ხანძარს ერთ ღამეში 24 ადამიანი ემსხვერპლა: მთავრობა სტიქიასთან ბრძოლაში დასახმარებლად სხვა ქვეყნებს მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საბერძნეთში ტყის ხანძარს ერთ ღამეში 24 ადამიანი ემსხვერპლა: მთავრობა სტიქიასთან ბრძოლაში დასახმარებლად სხვა ქვეყნებს მიმართავს

საბერძნეთში ტყის ხანძრის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა და 69 დაშავდა. საბერძნეთის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის, დიმიტრის ძანაკოპულოსის განცხადებით, დაშავებულები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილნი. უმეტესობა მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

მისივე თქმით, საბერძნეთის მთავრობამ სტიქიასთან ბრძოლაში დასახმარებლად სხვა ქვეყნებს მიმართა. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა განაცხადა, რომ სიტუაცია ტყის ხანძართან დაკავშირებით კონტროლიდან გამოვიდა. მისივე თქმით, 24 ივლისის ღამე ძალიან რთული იქნება.

ტყის ხანძარი საბერძნეთში 23 ივლისს გაჩნდა. ათეულობით სახლი დაიწვა. სტიქიის მიმდებარე ადგილებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.



ასევე დაგაინტერესებთ: ჯოჯოხეთური გზა: ათენში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა

"პოულობენ მანქანებში, სახლებში დამწვარ ადამიანებს" - რას ყვება ათენში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე