loader

გამოქვაბულში ჩარჩენილ ბავშვებს ევაკუაციისთვის ამზადებენ - ტა­ლა­ხი­თა და წყლით და­ფა­რუ­ლი გვი­რა­ბე­ბი მათ გამოყვანას კიდევ უფრო ართულებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გამოქვაბულში ჩარჩენილ ბავშვებს ევაკუაციისთვის ამზადებენ - ტა­ლა­ხი­თა და წყლით და­ფა­რუ­ლი გვი­რა­ბე­ბი მათ გამოყვანას კიდევ უფრო ართულებს

ტა­ი­ლან­დში, გა­მოქ­ვა­ბულ­ში ჩარ­ჩე­ნი­ლი ბავ­შვე­ბი, მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, თავს კარ­გად გრძნო­ბენ. BBC ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის გუნ­დის ახალ ვი­დე­ოს ავ­რცე­ლებს, სა­დაც ბი­ჭე­ბი ფოლ­გის მო­სას­ხა­მებ­ში არი­ან გახ­ვე­უ­ლნი და ამ­ბო­ბენ, რომ ჯან­მრთე­ლად არი­ან.

ბავ­შვე­ბი­სა და მათი მწვრთნე­ლის გა­მო­საყ­ვა­ნად მაშ­ვე­ლე­ბი რამ­დე­ნი­მე გეგ­მა­ზე მუ­შა­ო­ბენ. ტა­ლა­ხი­თა და წყლით და­ფა­რუ­ლი გვი­რა­ბე­ბი, სა­დაც ბი­ჭებს გავ­ლა მო­უ­წევთ, ძა­ლი­ან ვიწ­როა.

დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ნა­რონგსაკ ოსო­ტა­ნა­კორნ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ბავ­შვე­ბის გა­მოყ­ვა­ნა ამ ეტაპ­ზე ძა­ლი­ან რთუ­ლია. ის ვერ ასა­ხე­ლებს ზუსტ დროს, რო­დის იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის ევა­კუ­ა­ცია.

უკვე 36 სა­ა­თი გა­ვი­და მას შემ­დეგ, რაც ბრი­ტა­ნელ­მა მყვინ­თა­ვებ­მა გა­უ­ჩი­ნა­რე­ბულ ბავ­შვებს გა­მოქ­ვა­ბულ­ში მი­აგ­ნეს. ამის მი­უ­ხე­და­ვად, ბი­ჭე­ბის გა­მოყ­ვა­ნა ვერ ხერ­ხდე­ბა, რად­გან დიდ რის­კებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ევა­კუ­ა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში ფეხ­ბურ­თე­ლებს, რომ­ლე­ბის ასა­კი 11-დან 16 წლამ­დეა, ხან­გრძლი­ვი და სა­ხი­ფა­თო ყვინ­თვა ელით. ბავ­შვებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბა მათი 25 წლის მწვრთნე­ლიც. გა­მოქ­ვა­ბულ­ში გა­და­ად­გი­ლე­ბა გა­მოც­დი­ლი მყვინ­თა­ვე­ბის­თვი­საც კი საკ­მა­ოდ რთუ­ლია - მათ შო­რის, სპე­ცი­ა­ლუ­რად მომ­ზა­დე­ბუ­ლი ექი­მი­სა და ექთ­ნის­თვის, რომ­ლებ­მაც სამ­შა­ბათს ღამე ბავ­შვებ­თან და მწვრთნელ­თან ერ­თად გა­ა­ტა­რეს.


ასევე დაგაინტერესებთ: უცნაური ისტორია, რომელიც 12 მოზარდსა და მათ მწვრთნელს გადახდა თავს

ტაილანდში გამოქვაბულში დაკარგულ საფეხბურთო გუნდის წევრებსა და მათ მწვრთნელს უკვე მესამე დღეა ეძებენ