10 წლის ბიჭმა სხვა ბავშვებზე ფსიქოლოგიურად იძალადა, მამამ იგი აიძულა, წვიმაში 1.5 კმ ერბინა - დასჯის მეთოდმა მილიონობით ადამიანი აღაშფოთა
იმის გამო, რომ 10 წლის ბიჭმა სხვა ბავშვებზე ფსიქოლოგიურად იძალადა, მამამ ბავშვი აიძულა, წვიმაში სკოლამდე 1.5 კმ ერბინა. ამის შესახებ Indy100 წერს.
ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ მირბის ბავშვი წვიმაში, მამამ, 33 წლის ბრაიან ტორნჰილმა "ფეისბუქზე" ატვირთა. მისი თქმით, ბიჭი იმდენად ცუდად მოიქცა, რომ სკოლის ავტობუსიდან გადმოსვეს და 3 დღის მანძილზე ავტობუსით სარგებლობის უფლება არ მისცეს. მამა ამბობს, რომ ბულინგის სასტიკი წინააღმდეგია და შვილს ძალადობას არასოდეს აპატიებს.
ვიდეოს 25 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. დასჯის მეთოდთან დაკავშირებით სოციალური ქსელების მომხმარებლებს სხვადასხვა აზრი აქვთ.