რუსმა ტელეწამყვანმა სტუმარს პირდაპირ ეთერში სცემა
რუსი ტელეწამყვანი ანდრეი ნორკინი უკრაინელ ადვოკატს, დიმიტრი სუვოროვს პირდაპირ ეთერში ფიზიკურად დაუპირისპირდა. ინციდენტი ტელეკომპანია "ენ-ტე-ვეს" სტუდიაში მოხდა.
გადაცემის სტუმარმა ანდრეას მაურერმა განაცხადა, რომ დონბასში უკრაინული არმია მშვიდობიან მოსახლეობას ესვრის. პასუხად სუვოროვმა მტკიცებულებები მოითხოვა. ნორკინი მასთან მივიდა და მხარში ჩაავლო ხელი. ამის შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო.
მოგვიანებით, მომხდარის კომენტირებისას სუვოროვმა განაცხადა, რომ არ ახსოვს, პირველმა ვინ გამოიყენა ძალა. საბოლოოდ ის დაცვამ სტუდიიდან გაიყვანა. უკრაინელი ადვოკატი ჩივილს არ აპირებს.
"ეს იყო კაცური საუბარი, კაცური ჩხუბი, არანაირი პრეტენზია არ მაქვს", - განაცხადა სუვოროვმა.