მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა მის სახლთან თავის დაწვა სცადა
კიევში, მიხეილ სააკაშვილის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაძაბულობაა. მიკროავტობუსს, რომელშიც დაკავებული მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, მისი მხარდამჭერები გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. სააკაშვილის მხარდამჭერებს ბლოკირებული აქვთ ქუჩაც.
ადგილზე მობილიზებულია უკრაინის პოლიცია და სპეცრაზმის წარმომადგენლები. სამართალდამცველებსა და სააკაშვილის მხარდამჭერებს შორის რამდენჯერმე მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. ერთ-ერთმა მხარდამჭერმა მამაკაცმა თავის დაწვა სცადა - ამის ამსახველ კადრებს ჟურნალისტი ევგენი რუდენკო ავრცელებს. მამაკაცი სახლის კედელზე ავიდა, გაზის მილს ჩამოეკიდა და ბენზინის გადასხმა სცადა, რა დროსაც ის სხვა აქტივისტებმა ძალისმიერი მეთოდით ჩამოიყვანეს.