რუსეთში რადიოაქტივობამ დასაშვებ ნორმას 1000-ჯერ გადააჭარბა - რა ხდება ურალში?
უცნაური რადიოაქტიური ღრუბელი, რომელიც ევროპაში სექტემბერში დააფიქსირეს, დიდი ალბათობით, რუსეთიდან გავრცელდა. Washington Post-ის ინფორმაციით, რუსეთში რადიოაქტივობამ დასაშვებ ნორმას 1000-ჯერ გადააჭარბა. ქვეყნის ხელისუფლება ინფორმაციას რამდენიმე კვირის მანძილზე უარყოფდა, თუმცა, საბოლოოდ, იძულებული გახდა, დაედასტურებინა.
თავდაპირველად რადიოაქტიურობის უჩვეულოდ მაღალი დონე 3 ოქტომბერს ავსტრიამ დააფიქსირა. ინფორმაცია მეორე დღეს დაადასტურა გერმანიამ. შემდეგი ორი კვირის მანძილზე აქტივობის დონე იზრდებოდა და მცირდებოდა, საბოლოოდ კი გაქრა.
საბოლოოდ, რუსეთის ხელისუფლებას მოუხდა აღიარება, რომ ღრუბელი სათავეს მათი ქვეყნის ტერიტორიიდან იღებს, ყაზახეთის საზღვართან ახლოს.