საფრანგეთში ქართული მაფიოზური დაჯგუფების 35 წევრი დააკავეს - დაკავებულთაგან 8 ქალია
პარიზსა და პარიზის გარეუბანში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ცენტრალურმა სამმართველომ 35-კაციანი ჯგუფი დააკავა, რომელთა შორისაც ე.წ. კანონიერი ქურდები არიან. ამის შესახებ ფრანგული ტელეარხი BFM TV იუწყება.
არსებული ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფი დაკავებული იყო ბინების გაქურდვით, ქურდობითა და სიგარეტის კონტრაბანდით.
აღნიშნულ დანაშაულებრივ ჯგუფთან დაკავშირებით გამოძიება ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელშიც ასევე იყო ჩართული საფრანგეთში საქართველოს საელჩო, ევროპოლი და ინტერპოლი.