loader

"სტალინის შემდეგ მეორე, ვისაც სამუდამოდ შეეძლება დარჩეს ლიდერად" - რას ნიშნავს საქართველოსთვის პუტინის ზეობა 2036 წლამდე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სტალინის შემდეგ მეორე, ვისაც სამუდამოდ შეეძლება დარჩეს ლიდერად" - რას ნიშნავს საქართველოსთვის პუტინის ზეობა 2036 წლამდე

ვლადიმერ პუტინის ძალაუფლება, სავარაუდოდ, კიდევ 16 წლის განმავლობაში - 2036 წლამდე გაგრძელდება. რუსეთის პრეზიდენტის მიერვე ინიცირებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა რეფერენდუმზე მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვა.

ბიულეტენების დაახლოებით 98%-ის დათვლის შედეგად გამოიკვეთა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს რუსეთის ამომრჩევლების 78%-ზე მეტმა დაუჭირა მხარი. ცნობილია, რომ ცვლილებები პუტინს 2036 წლამდე ძალაუფლების გახანგრძლივების იურიდიულ საფუძველს უქმნის.

რეფორმების ფარგლებში, პუტინის საპრეზიდენტო ვადა 2024 წელს განულდება, რაც მას შესაძლებლობას მისცემს, პრეზიდენტად კიდევ ორჯერ, თითოეულ ჯერზე ექვსი წლის ვადით აირჩიონ.

ოპოზიციამ ეს რეფერენდუმი დაგმო და აღნიშნა, რომ პუტინის მიზანი "მთელი ცხოვრება პრეზიდენტობაა". როგორ მიაღწია პუტინმა რუსი მოსახლეობის ასეთ მძლავრ მხარდაჭერას და მეორე მხრივ, როგორ შეიძლება აისახოს საქართველოზე ეს ცვლილებები და ფაქტი, რომ პუტინი რუსეთის "სამეფო კარის თამაშებში" კიდევ 16 წლის განმავლობაში იქნება შეუცვლელი? ამაზე უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე და პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ვანო მაჭავარიანი გვესაუბრება.



ავტორი: ეკა აბაშიძე