loader

ელონ მასკი ქმნის ჩიპს, რომელიც სმარტფონს ტვინს დაუკავშირებს - გაიგეთ მეტი მილიარდერის გიჟური იდეის შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ელონ მასკი ქმნის ჩიპს, რომელიც სმარტფონს ტვინს დაუკავშირებს - გაიგეთ მეტი მილიარდერის გიჟური იდეის შესახებ

Space X-ის აღმასრულებელ დირექტორს, ელონ მასკს, ადამიანის ტვინში Bluetooth-ის საფუძველზე მომუშავე იმპლანტის ჩაამონტაჟება სურს. მისი მტკიცებით, მოწყობილობა ტელეპათიურ უნარებს განავითარებს და დაზიანებების მქონე ადამიანებში მოტორულ ფუნქციას აღადგენს.
მასკის თქმით, მის მოწყობილობაში მცირე ზომის ჩიპი იქნება ჩამონტაჟებული, რომელიც 1000 სადენით იქნება დაკავშირებული. თითოეული მათგანის სისქე ადამიანის თმის ღერის სისქის 1/10 იქნება.

ჩიპი აღჭურვილი იქნება USB-C პორტით, იმავე ადაპტერით, რომელიც Apple-ის Macbook-ებშია გამოყენებული და Bluebooth-ის მეშვეობით მცირე ზომის კომპიუტერს დაუკავშირდება, რომელიც ადამიანმა ყურის ირგვლივ უნდა ატაროს; ასევე, სმარტფონსაც.

"თუ გვინდა, რომ ტვინს რაიმე დავუკავშიროთ, მაშინ ლოგიკური სურვილი გვექნება, რომ ის დიდი ზომის არ იყოს", - განმარტა მასკმა.
Neuralink-მა, სტარტაპმა, რომელიც დაფინანსებულია ელონ მასკის მიერ, განმარტა, რომ მოწყობილობა იმ ადამიანებმა შეიძლება გამოიყენონ, ვისაც მეხსიერების გაძლიერება სურთ ან მათ, ვისაც ინსულტი აქვთ გადატანილი; ასევე, კიბოს პაციენტებმა, პარალიზებულმა ადამიანებმა.
ჩიპი iPhone-ის აპლიკაციასთან იქნება დაკავშირებული, რომელსაც თავად მომხმარებელი გააკონტროლებს.
მოწყობილობას ადამიანის ტვინში სტარტაპის მიერ აწყობილი რობოტი ჩაამონტაჟებს. ის თავის ქალაში 2 მილიმეტრის სისქის ხვრელს გააკეთებს, რომელშიც ჩიპი მოთავსდება.

თავად ჩიპის ზედაპირზე არანაირი სადენი არ არის. ამიტომ იმის საფრთხე, რომ ადამიანის თავზე რაიმე სახის სადენი ჩამოეკიდება, არ არსებობს.

ცდები 2020 წლის ბოლომდე დაიწყება. მასკის თქმით, უკანასკნელი პროექტი მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ადამიანზე დადებითი ზეგავლენის მოხდენის მიზნით. "ტესლას" აღმასრულებელმა დირექტორმა სტარტაპში 100 მილიონი დოლარის ინვესტირება განახორციელა.

კრიტიკოსები დარწმუნებულები არ არიან, რომ მომხმარებლები ტექნოლოგიურ გიგანტებს იმდენად ენდობიან, რომ მონაცემები პირდაპირ ტვინიდან გასცენ. მათი თქმით, მაშინ, როდესაც მოწყობილობა შეიძლება დაეხმაროს სხვადასხვა ტიპის გონებრივი დაზიანების მქონე ადამიანებს, ტვინიდან გაცემული ნედლი ინფორმაცია ადამიანებზე ზემოქმედების, მათი მანიპულირების დიდ ცდუნებასა და რისკსაც ქმნის. ადამიანები პერსონალურად უნდა განაგებდნენ მათზე არსებულ ინფორმაციას, თუმცა ეს, ხშირ შემთხვევაში, დღესაც კი არ ხდება, ამის თქმის საფუძველს კი, სულ მცირე, უკანასკნელ პერიოდში Facebook-თან დაკავშირებული სკანდალები გვაძლევს.