25 000 დაღუპული და მიწასთან გასწორებული ქალაქები - რა ხდებოდა სომხეთში ზუსტად 30 წლის წინ
სომხეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრიდან 30 წელი გავიდა. 1988 წელს, 7 დეკემბერს, სომხეთის ჩრდილოეთით 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას 25 000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
ეპიცენტრთან ახლოს მდებარე სომხეთის ქალაქი სპიტაკი და კიროვაკანი (ახლანდელი გიუმრი) მიწისძვრამ მიწასთან გაასწორა. დაღუპულთა შორის უამრავი ბავშვი იყო, რადგან მიწისძვრა დილით, ადგილობრივი დროით 11:41 საათზე, იმ დროს მოხდა, როდესაც ბავშვები და მოზარდები სკოლებსა და ბაღებში იყვნენ, უფროსები კი - სამსახურში. ძლიერი ნგრევის შედეგად, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.
მიხეილ გორბაჩოვმა შეერთებულ შტატებში დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტი გააუქმა და დანგრეული ქალაქებისკენ გაემგზავრა.
შემდეგ დიდხანს საუბრობდნენ იმაზე, რომ გორბაჩოვმა საბჭოთა ლიდერისთვის უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო - საერთაშორისო საზოგადოებას სომხეთის საბჭოთა რესპუბლიკისთვის დახმარება სთხოვა.
ნახეთ სტატია Ambebi.ge-ზე